ზუსტად ერთი წლის წინ, ენი ჰეთეუეი დედა პირველად გახდა. მას შემდეგ ცნობილი მსახიობი იშვიათად ჩნდება ამა თუ იმ ღონისძიებებზე. ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში ვარსკვლავის ახალი ფილმის „ჩემი მეგობარი გოგო მონსტრია“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც ჰეთევეი მეუღლესთან, ადამ შულმანთან ერთად დაესწრო.
ენი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: მას Vivienne Westwood-ის შავი კომბინეზონი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ეცვა.
რაც შეეხება ფილმს, „ჩემი მეგობარი გოგო მონსტრია“ ჯერ კიდევ 2016 წელს გადაიღეს, თუმცა დიდ ეკრანებამდე მან მხოლოდ ახლა მოაღწია.