ჩვენგან ელოდებიან, რომ გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი სამუდამოდ და თან დაუახლოვდე ევროპას, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუქსმანა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და ქართველი დემოკრატების გვერდით დადგეს.
„ქართველების გული ევროპისთვის ძგერს. ქუჩებსა და სკვერებში ახალგაზრდა ადამიანები აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როგორც თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოს. ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ.
ქართველი დემოკრატები ჩვენ გვიცქერენ და ელოდებიან, რომ გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, კრემლთან გარიგება დადო და თან ევროპას დაუახლოვდე. შეუძლებელია, გააგრძელო ანტიდემოკრატიული კანონების წინ წაწევა და ამავდროულად, დაუახლოვდე ევროპას, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი სამუდამოდ და თან დაუახლოვდე ევროპას.
პარტია სახელწოდებით „ქართული ოცნება“ ემუქრება საქართველოს რუსულ კოშმარში ჩაძირვით. ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით“, – აღნიშნა რაფაელ გლუქსმანმა.