LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელია საუბარი ერთ ხალხზე და ამავდროულად, ჩვენი ტერიტორიების წართმევა, დონბასში ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება: ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს პასუხობს

49
ვოლოდიმირ ზელენსკი

„შეუძლებელია საუბარი ერთ ხალხზე და ამავდროულად ჩვენი ტერიტორიების წართმევა, დონბასში ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც პუტინმა თქვა, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ერთია.

უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ მივიჩნევ - უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია: ვლადიმერ პუტინი

პუტინის თქმით, არამეგობრული არა უკრაინელი ხალხი, არამედ ხელისუფლებაა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა უკრაინელები და რუსები არ არიან ერთი და იგივე ხალხი. მისი განცხადებით, თითოეულ მათგანს საკუთარი გზა აქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთი მიზანი – ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიების დაბრუნება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინას სურს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა.

„ნატო და ევროკავშირი ჩვენი ისტორიული არჩევანია. უკრაინა დამოუკიდებლად ირჩევს, როგორ უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და რუსეთის ფედერაციის შფოთვა ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ბავშვური შიშია”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენკსიმ.

 

magti 5g