გიგა ბატკუაშვილის გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარია მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, პროექტზე „მხოლოდ ქართული“ და მასსა და მის მეუღლეზე გავრცელებულ ბოლოდროინდელ ჭორებზე.
პროფესია/კარიერა
ჩემი აზრით, ადამიანმა ის საქმე უნდა იპოვოს, რაშიც თავს კარგად იგრძნობს, მე ამაში გამიმართლა. ზოგადად, ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძალები ბევრ რამეში მოვსინჯე, თუმცა ჩემი მთავარი პროფესია – მსახიობობაა.
ხელოვან ოჯახში გავიზარდე და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ არჩევანზე. პირცელად ერისიონის კლიპში „შატილის ასულო“ გადამიღეს, შემდეგ სიმღერაც დავიწყე, მაშინ საკმაოდ პატარა, 8 წლის ვიყავი.