LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუსრულებელ 29 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო… ამ უსამართლობას ნამდვილად არ ჩაიფიქრებდი“ – ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

729
გიგა ცხელიშვილი

შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ, 2024 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა, დღეს 29 წლის გახდებოდა.

ვიდეო: „18 აპრილს დედიკო 29 წლის გახდებოდა, თქვენ ხართ მისი სიცოცხლის გამგრძელებელი, დედიკო ასახელეთ დედიკოს შოშიებო“ – რა კადრებს აქვეყნებს ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე

შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, რომელიც შორენას შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს, „ფეისბუკში“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შორენას ერთ-ერთ დაბადების დღეზე, ტორტზე სანთლების ჩაქრობის დროს არის გადაღებული:

„სურვილი ჩაიფიქრე შორე. ამ უსამართლობას ნამდვილად არ ჩაიფიქრებდი.

შეუსრულებელ 29 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო“, – წერს გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში.

„რატომ არ დასცალდათ ბოლომდე ტკბობა და ბედნიერება, ეჰ რა უსამართლო ხარ ცხოვრებავ… როგორი ცოდო ხარ ცივი სამარისთვის…“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, შორენა ონიანის ქმარი მეუღლის კადრებს ავრცელებს 

ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

ვიდეო: „ყველა ტკბილი ემოცია, ყველა ლამაზი კადრი მოგონებად გადაგვექცა, თავზე დაგვემხო ყველაფერი“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g