LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუსრულებელი მისიის“ მეექსვე ნაწილში მონაწილეობას ტომ კრუზი საკუთარი პირობებით დათანხმდა

73

აგვისტოს ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტომ კრუზი „შეუსრულებელი მისიის“ კიდევ ერთ ნაწილში გამოჩნდებოდა. თუმცა ცნობილი ხდება, რომ მსახიობმა კორექტირება შეიტანა ჰონორარის რაოდენობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა პროექტში მონაწილეობას.

კრუზი მიიჩნევს, რომ მას საკმაოდ ცოტას უხდიდნენ, ამიტომ არა ფიქსირებული თანხა, არამედ მოგებიდან შემოსული პროცენტები მოითხოვა.

ფილმის გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება. ტომს კი პარტნიორობას ჯერემი რენერი და რებეკა ფერგიუსონი გაუწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები