ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში.
„ჩვენს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან, ვინაიდან ციხეთა სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰვა როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და ნეიროენცელოპათია. ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სრულიად გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასასამართლო პროცესში მონაწილეობის საკითხსაც წყვეტს მხოლოდ ის.
სამწუხაროდ, მულტიპროფილური რეაბილიტაცია ამ მიმართულებით საქართველოში ნაკლებად ტარდება. შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა, კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალბათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს რა გადაწყვეტილება მიიღოს – მაგალითად, არსებობს საქმე „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება და გაათავისუფლეს პატიმარი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.