LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევაგდეთ პატარა ურიკაზე დიდი დივანი და მივაგრიხინებთ ჩვენი კორპუსისკენ, ბოლო ხმაზე ვიცინით, თან უკან ვიყურებით, პატრონი ხო არ მოგვდევსო“ – რა სახალისო ისტორია შეემთხვათ ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას

4152
BeFunky-collage

ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას სახალისო ისტორია შეემთხვათ.

ამბავს ნინო სოციალურ ქსელში გვიზიარებს და გულშემატკივრებს მიმართავს.

ვიდეო: „ისეთივე შეყვარებულები ვართ, როგორიც 15-16 წლის ასაკში.. ზუსტად ისე ვცელქობთ, როგორც მაშინ. გიყვარდეთ გულწრფელად და არ მოგერიდოთ, ერთმანეთს უთხრათ – მიყვარხარ“ – ემზარ ჯღარკავა აშშ-ში ნინო კვარაცხელიასთან ჩავიდა | 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია განახლდა

„აჰა, მოვიცალე და მოვედი. ნუ ახლა ოჯახი. სამსახური. ბინის მოწყობა და ათასი ,,ჭანჭა-ჭრუნჭები”. თან ახალ გარემოებაში დროის გადანაწილებას ვარეგულირებ.ყველაფერთან ერთად, ნელ-ნელა ,,ავავსეთ“ ოჯახი. ჰოდა, როგორ? მოგიყვებით. ვზივართ, ვანაწილებთ ბიუჯეტს ჯღარკავა და მე, იქით გასაგზავნი, აქეთ ,,გადასაფარი“, ამისთვის, იმისთვის და დავრჩით დივნის გარეშე.

მერესთვის გადავდეთ, დაღონებული ვბრუნდები სახლში და რას ვხედავ, კორპუსთან ცინცხალი, თეთრი ტყავის დივანი დევს, ჯერ ვიფიქრე ალბათ მიაქვთ სხვა ბინაში, ამას როგორ გადააგდებდნენთქო, მაგრამ დრო და დრო მაინც გადავხედავ…ისევ ისე დევს, ვურეკავ ჯღარკავას, რა ვქნათ, მგონი გადააგდეს და ვინმემ არ წაიღოს, გამოდითქო…პატარა პაუზა ტელეფონში და პასუხი-,,გოგო შენ კარგად ხარ? რას ამბობ, მაგას პატრონი ეყოლება და დაგვიჭერენო“ ვუხსნი, ეს ამერიკაა, ბევრი ასე აგროვებს ავეჯს, მერე კი ამბობენ, რომ ძვირფას მაღაზიაში იყიდეს:,,ონჯღორე რე (სირცხვილია), არაო“ დიდი ხვეწნა მუდარის მერე გამოვიდა, დახედა ,,ოოო, ეს მართლა კარგი რამე ყოფილაო“ დაბნელდება და წავიღოთო, დაბნელდა, მივედით კაპიშონებ გადაფარებულები, კონსპირაციულად, ვითომ გვიცნობდა ვინმე, მაგრამ ისეთი მძიმე აღმოჩნდა, ძვრა ვერ ვუყავით.

ზოგადად ამერიკაში სახლებს ,,ნიფ ნიფის, ნუფ ნუფის და ნაფ ნაფის სახლს ვადარებ, ყველაფერი მუყაოს მაგვარი მასალით შენდება და ავეჯიც  შესაბამისად მსუბუქია, მაგრამ აქ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, ხელი ჩავიქნიეთ და ჰოი საოცრებავ, იქვე ურიკა შევნიშნეთ, სახლის ფასადს არემონტებდნენ მუშები და დაუპარკინგებიათ. მოკლედ შევაგდეთ პატარა ურიკაზე დიდი დივანი და მივაგრიხინებთ ჩვენი კორპუსისკენ, თან ბოლო ხმაზე ვიცინით, თან უკან ვიყურებით, პატრონი ხო არ მოგვდევსო, გზად ნახატი და ტუმბოც მოვინადირეთ და ასე ,,დახუნძლულები“ მივედით სახლში. ნუ მერე რა ვიხალისეთ კი ნახავთ ფოტოებზე, ბოლოს იმდენი ვიხტუნავეთ, ნახატი დაგვეცა თავზე და ცოტა დაგვაწყნარა. იყო დრო ბელუქსის ავეჯზე ნაკლებს არ ვჯერდებოდი, მაგრამ ამ ,,მონადირებულმა“ დივანმა იმდენი ბედნიერება და სიხალისე მოგვიტანა, ვერ გადმოგცემთ, ჰოდა, ,,პეროები“ და ,,კანდიორობა“ იქით იყოს, ვიყოთ უბრალოები, რეალურები და ფეხები იმდენზე გავჭიმოთ, სანამ საბანი გაგწვდებაო და რავი კი ვართ წამოჭიმული ნაპოვნ დივანზე მშვენივრად ჯღარკავა და მე. ბედნიერება მართლაც რომ წვრილმანებშია“- წერს ნინო ჯღარკავა.

„წლების შემდეგ, ნებსით თუ უნებლიედ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა.. ამ გადაკვეთისას მივხვდით, თუ როგორ გვენატრებოდა ერთმანეთი“ – ემზარ ჯღარკავას ემოციური პოსტი: სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ გაგრძელდა

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„უფრო და უფრო მენატრები“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი: რას წერს ქალი, რომელმაც სოხუმში 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული იპოვა

„მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა „ნინო, მე მოვედი“, მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას” – ემზარ ჯღარკავას და ნინო კვარაცხელიას 40 წლის შემდეგ ნაპოვნი სიყვარულის ბედნიერი გაგრძელება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g