LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევაგროვეთ 22 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

235
აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 22 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეაგროვეს, რასაც საჭიეოების მიხედვით გასცემენ.

ცნობილი ქველმოქმედი დაინტერესებულ პირებს სთხოვს, ნივთების გაცემაში დაეხმარონ.

„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება რა, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.

ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 22 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ, შევფუთეთ და ჩვენით ჩამოვიტანთ რომელიმე რაიონში ან რამდენიმე სოფელში.

ყველაფერი არის გამოსადეგი და გახსოვდეთ, რომ ბევრ ადამიანს ძალიან სჭირდება და ზოგს საერთოდ ტანსაცმელიც არ აქვს.

დაგვიკავშირდით რომელიმე რაიონის ან სოფლის გამგებელი, სკოლის დირექტორი, სოციალურის თანამშრომელი ან მოხალისეების ჯგუფი.

ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით, ან უბრალოდ გასცეთ რომელიმე შენობიდან. გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ. იზრუნეთ თქვენივე ხალხზე, თქვენი ვალდებულებაა და დიდ საქმესაც გაუკეთებთ.

მომწერეთ ნომერზე – 558181218.

გელოდებით,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g