LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, პანიკის დროს შეიძლება დაავადების მიმდინარეობა შეიცვალოს – ალექსანდრე გოგინავა

182
imedinews-4-2

„კორონავირუსული ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა. პანიკის დროს დაავადების მიმდინარეობა შეიძლება შეიცვალოს“,-ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, პანიკურ ფონზე ექიმს შესაძლოა გაუჭირდეს დიფერენცირება რეალურ სიმპტომებსა და პანიკურ შეტევას შორის.

„უნდა იყოთ მშვიდად და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ იყავით ფიზიკურად აქტიურები. გაანიავეთ ოთახი, მიიღეთ ადეკვატური რაოდენობის სითხე და იკვებეთ ჯანსაღად, მცირე ულუფებით და ხშირად.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს გირჩევთ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს, სისხლის გამათხელებლებს. თვითნებურად ამ პრეპარატების მიღებამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

magti 5g