ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” მუსკომედიის თეატრის მსახიობები ანა ქურთუბაძე და არჩილ სოლოღაშვილი სტუმრობდნენ. სტუმრებმა შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და პირდაპირ ეთერში გიტარის თანხლებით, ცოცხლად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები სიმღერის თვალსაზრისით?
არჩილი:
მაია ასათიანმა მიგვიწვია პროფილში, თემა იყო მეგობრები და გაჩნდა იდეა, რომ ერთად გვემღერა. ოთარ რამიშვილს რომ ფანტასტიური სიმღერები აქვს, ეს ყველასთვის ცნობილია, გიგი ადამაშვილის მიერ შესრულებული კი, ერთგვარი ინსპირაცია გახდა ჩემთვის და გადავწყვიტეთ ორ ხმაში გაგვეკეთებინა. სიმღერა, გიტარა, მეგობრების წრე ჩვენთვის მსახიობებისთვის უცხო არაა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა მაინც ვახერხებთ თუნდაც რამდენიმე წუთით შეხვედრას და განტვირთვას.
ანა:
მიუხედავად იმისა რომ უფრო მშვიდად ვარ სხვა რომ უკრავს და მე ვმღრი, გიტარა ძალიან მიყვარს და ორივეს ერთდროულად ვაკეთებ.
ანა, როგორი მოსწავლეა არჩილი?
მოსწავლეს ვერ ვიტყოდი, უფრო შევხმატკბილდით ბუნებრივად. ჩემი პროფესია ძალიან მადგება ზოგადად ყველაფერში, მე პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება მათთან ურთიერთობაში. მათ ვასწავლი მეტყველებას და სიმღერას, ძალიან რთულია მათი დაინტერესება, მათთან ურთიერთობა, ვერ მოატყუებ.
არ გაქვთ სურვილი ერთობლივი დუეტის ჩაწერის?
ანა:
ბოლო პერიოდია ვფიქრობ, რომ ისე უხდება ჩვენი ხმები ერთმანეთს, დროა რამდენიმე სიმღერა მაინც გვქონდეს.
არჩილი:
იმდენად გვიყვარს სიმღერა ქართველებს, ხანდახან სულაც არ არის საჭირო ალკოჰოლი იმისათვის, რომ სიმღერის სურვილი გაჩნდეს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მეგობრების წრეში როდესაც ვმღერი.
როგორია სამომავლო გეგმები?
არჩილი:
იდეის დონეზე საბავშვო მიუზიკლზეა საუბარი, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, იმედია გამოვა და ძალიან კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, მსახიობებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გარდა საახალწლო მიუზიკლებისა ბავშვებისთვის განკუთვნილი მიუზიკლი მე არ მახსენდება და ეს კი მთელი წელი გაახარებს ბავშვებს.
ანა:
ჩემი სამომავლო გეგმები ჩვენს რეჟისორებზეა დამოკიდებულია. ვმუშაობთ, არ ვჩერდებით.
დიდი მადლობა სტუმრობისთვის…
გადაცემის აუდიოჩანაწერი
არჩილ სოლოღაშვილი და ანა ქურთუბაძე – არ მაძინებს. Live
არჩილ სოლოღაშვილი – შემოდგომა დგება (მე მზეს ვატან). Live
ანა ქურთუბაძე – მარტის აშარქარები. Live
არჩილ სოლოღაშვილი და ანა ქურთუბაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები