LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შევხვდებით თბილისში” – Deep Purple ქართველ მსმენელს მიმართავს

134
photo-collage.png (17)

გასულ კვირას, ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად უახლოეს პერიოდში საქართველოში მილიონობით მსმენელის საყვარელი ჯგუფი ჩამოვიდოდა.

ამის შესახებ biletebi.ge წერდა და მინიშნებებსაც გვთავაზობდა, რომლითაც შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს იქნებოდა ვეტერანი ბენდი – Deep Purple.

ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, ბილეთების ონლაინ პლატფორმამ სამშაბათს გააკეთა – დადასტურდა, რომ თბილისში ივენთ კომპანიის – Radium ორგანიზებით, საკულტო კოლექტივის კონცერტი გაიმართება.

,,ამ კონცერტზე მიღებული ემოციები, უდავოდ ძალიან დიდხანს გაგყვებათ – შეხვედრა ისტორიასთან, შეხვედრა ლეგენდასთან” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Deep Purple ძველ სპორტის სასახლეში, 16 ნოემბერს იმღერებს.

ცნობისთვის, Deep Purple-ის ისტორია 57 წელს ითვლის. ბენდი 1968 წლის თებერვალში შეიქმნა და როკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი ჯგუფად იქცა. დღეს, Deep Purple ჰარდ და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, თუმცა ითვლება, რომ მათი მუსიკა რომელიმე კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება.

ლეგენდარული კოლექტივი ჩვენ ქვეყანას ,,კლასიკური შემადგენლობით” ეწვევა, რომელთა შორის არიან: იენ პეისი, როჯერ გლოვერი და იან გილანი.

,,შევხვდებით თბილისში” – დაწერა Deep Purple-მა სოციალურ ქსელებში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 150-დან 425 ლარამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები