LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა” – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ბიზნესს

29
მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დასაქმების ერთიანი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის და ადგილობრივ ბიზნესს მიმართავს. მისი თქმით, ქვეყანაში რეალურ სამუშაო ძალას სწორედ ბიზნესი ქმნის.

“დღეს საქართველოში ათი ათასობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს ასი ათასმა ქართველმა უკვე დატოვა ქვეყანა, ასი ათასზე მეტი კი წასასვლელად ემზადება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს კატასტროფაა. მაქვს იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. მოვუწოდებ ყველა ბიზნესს, მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად. ასევე, საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.