LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას: ლევან იოსელიანი

87
ioseliani-imedi2 (2)

მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები სასამართლო სისტემაში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას შეაფასებენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ.

„ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენ, პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას. დაახლოებით თვის ბოლოს, ამ შეფასებებზე დაყრდნობით, ალბათ დავიწყებთ მსჯელობას, რა არის გამოსავალი. ფაქტია, ყველა სხვადასხვანაირად ვუყურებთ სასამართლოში ჩატარებულ რეფორმას, ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც სრულ კრახად, ვიღაცას სხვა აზრი აქვს, ამაზე შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეფასებებს ყველა პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფი თვითონ მოამზადებს და მერე განვიხილავთ ერთად ამ შეფასებებს.

დაინიცირებულია საკმაოდ დიდი პაკეტი ცვლილებების “ლელოს”, გახარიას პარტიის, მმართველი გუნდის მიერ, ამაზე მიდის მსჯელობა, გაჩერდება თუ არა მათი განხილვა, მაგრამ ლოგიკურია, რომ შეფასების დოკუმენტი იქნება წინაპირობა, როგორი ცვლილებები გატარდება საბოლოოდ,”- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g