LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყდება თუ არა სოცმუშაკების პროტესტი – ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

109
1

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასა და გაფიცულ სოციალურ აგენტებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტი ქეთი ნაზღაიძე აცხადებს, რომ ის საკითხები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა, მათ ყველა თანამშრომელს უნდა გააცნონ და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები. 

გაფიცულების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ხელფასების 100 %-იანი მატება, ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

პროტესტის მონაწილეები არ საუბრობენ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც უწყებასთან შეთანხმდნენ:

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს შევთანხმდებით ყველა დეტალზე, რამაც შეხვედრაზე გაიჟღერა. ჩვენ 10 კაციანი შემადგენლობით ვიყავით შეხვედრაზე, ჩვენს უკან კიდევ დასაქმებული 400 კაცია გაფიცული, ამიტომ ჯერჯერობით იქამდე უნდა მივიდეს ყველა პირობა და შემდეგ გადაწყდება მოლაპარაკებების შედეგი, კონკრეტულ პირობებზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებთ”, – განაცხადა  ნაზღაიძემ.

როგორც სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ის მოთხოვნა რომლებიც წამოყენებული იქნა სოციალური მუშაკების მხრიდან დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები, ხედვები და დათმობები, ამასთანავე, მათი თქმით არის უარიც.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვრიდან გაიფიცა.

მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მატებაა.

magti 5g