თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების – კახა კვეკვესკირის, გიორგი მუმლაძის, დათო კაპანაძის და რუსკა მჭედლიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესის პარალელურად „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქციას მართავს. ისინი სამოქალაქო აქტივისტების დევნას აპროტესტებენ.
კახა კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე, დათო კაპანაძე და რუსკა მჭედლიძე ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.