LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვეტს თუ არა ელონ მასკი უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას – SpaceX მიზეზებზე საუბრობს

82
musk

ელონ მასკის კომპანია SpaceX, რომლის მიერ დამზადებული Starlink-ები უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ წყაროს წარმოადგენდა, შესაძლოა, ომში მყოფ ქვეყანას აღარ მიეწოდოს.

SpaceX-ის განმარტებით, სატელიტური ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ფინანსებია. ეს განცხადება მასკის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კითხვების გაჩენის ფონზე გახდა ცნობილი.

მიმდინარე კვირას კი კომპანიამ პენტაგონს განცხადებით მიმართა, რომელშიც SpaceX აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას სთხოვს, რათა პროგრამა გაგრძელდეს.

ამ დროისთვის უკრაინას საჩუქრად გადაეცა Starlink-ის დაახლოებით 20,000 თანამგზავრი. როგორც მასკმა ტვიტერზე დაწერა, ოპერაცია SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო იყო, რადგან მათ საშუალება ჰქონდათ ბრძოლისას ხაზზე ყოფილიყვნენ ინტერნეტ ქსელები განადგურების შემთხვევაშიც კი.

პენტაგონის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტის დაფინანსების პროგრამასაც.

SpaceX-ის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი, რასაც უკრაინის წარმომადგენლობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები