ჯორჯ კლუნი აგრძელებს ახალი პროექტის, მინი-სერიალის Catch-22 წარდგენას. ამჯერად მსახიობმა ტელესერიალი რომში წარადგინა, სადაც სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა.
მეუღლეები ფოტოგრაფებთან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. ამალი ბრწყინავდა მწვანე ტოპსა და თეთრ მინი-ქვედაბოლოში, რომელიც ლამაზი თვლებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლატჩი ასრულებდა.