პაპარაცებმა მერაია ქერი და მილიარდელი ჯემი პაკერი რესტორანთან გადაიღეს. შეყვარებულები ფოტოგრაფებმა რომანტიკული ვახშმის წინ დააფიქსირეს, ისინი მანქანით მივიდნენ რესტორანში და შენობაში ხელჩაკიდებულნი შევიდნენ .
ყურადღებას იქცევს მერაის ახალი იმიჯი. მომღერალი საგრძნობლადაა დაკლებული წონაში და იმ ფორმებს უბრუნდება, რომლითაც ის 90-იან წლებში გავიცანით. შავ მინი-კაბაში გამოწყობილი ქერი ბედნიერებისგან ბრწყინავდა და უღიმოდა ცნობისმოყვარე პაპარაცებს. როგორც ჩანს 46 წლის ვარსკვლავს აღარ სჭირდება მომაკვდინებელი დიეტების დაცვა ფორმების დასაბრუნებლად. ჯემი პაკერის გაცნობის შემდეგ ქერი ყოველდღიურად იკლებს.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა წყვილის იახტაზე გადაღებული ფოტოები, სადაც პაკერმა და ქერიმ უქმეები გაატარეს.