კეტრინ ზეტა-ჯონსი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს და ლიონელ მესის საჯარო სიყვარულში უტყდება. კეტრინმა „ინსტაგრამზე“ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის მესიზეა შეყვარებული:
„საუკეთესო მატჩი, რომელიც ოდესმე მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ფრანგები, ჩემი გული მესისთანაა. შეყვარებული ვარ მესიზე და მაიკლი ამას გაგებით ხვდება“ – დაწერა ოსკაროსანმა მსახიობმა.
კეტრინი დასძენს, რომ მას სახლში მესის უამრავი ფოტოს აქვს და ამით ძალიან ამაყობს.