LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულისგან თავის დასაღწევად მამაკაცმა დანაშაული ჩაიდინა

167
ae9eb115-fcac-4929-b4a3-2d1478223e8c

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, მამაკაცმა ცეკვის  სტუდიიდან 285 დოლარიანი ბლუთუზის სპიკერის მოპარვა სპეციალურად სცადა, რათა შეყვარებულისგან განმარტოებულიყო. უცნაური მიზეზით ჩადენილი ქურდობისა და მამაკაცის აღიარებითი ჩვენების შესახებ globaltimes წერს.

„ მინდოდა, რაღაც დროით მარტო ვყოფილიყავი და ჩემი შეყვარებულისგან თავი დამეღწია – ამბობს მამაკაცი.

როგორც მან პოლიციელებთან აღნიშნა, მისი შეყვარებული დაჟინებით ითხოვდა დაქორწინებას. როგორც მამაკაცი ამბობს, შედეგები წინასწარ ჰქონდა კარგად გააზრებული. კერძოდ, ის რომ ციხეში გატარებული პერიოდის განმავლობაში მას შეყვარებული თავს ვეღარ მოაბეზრებდა.

როგორც ჩანს, შეყვარებულის გულისწყრომას წარმატებით მიაღწია და დაქორწინების გადაწყვეტილებაც გადააფიქრებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g