LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულზე შურის საძიებლად ქალმა შუქნიშნის წითელ შუქზე 49–ჯერ გაიარა

53
de81dc88a2b9ae329982d2ff1e04f1719f338fb3

ჩინეთში, ჩჟეცზიანის პროვინციაში გაბრაზებულმა ქალმა შუქნიშნის წითელ შუქზე 49–ჯერ გაიარა და სიჩქარის რეჟიმიც არაერთხელ დაარღვია. როგორც გაირკვა, ავტომობილის მფლობელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და ავტომობილი ნაცნობს ათხოვა. ამ ნაცნობმა კი მანქანა მისი ყოფილი შეყვარებულის თხოვნით წამოიყვანა და შურისძიებაშიც დაეხმარა. საქმე ისაა, რომ წყვილი ცოტა ხნის წინ დაშორდა, მამაკაცმა სხვა ქალი ნახა და გაბრაზებულმა ყოფილმა მზაკვრული გეგმა მოიფიქრა.

პოლიციამ ავტომობილის მფლობელი დააკავა, თუმცა გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ის არაფერ შუაში იყო და დამნაშავე სინამდვილეში მისი ყოფილი მეგობარი გოგონაა.

გამოცემა Insider–ის ინფორმაციით, ქალი სახელად ლუ, Audi–ს მფლობელზე, გვარად ჩენზე გაბრაზდა, რადგან მამაკაცმა ის სხვა ქალის გამო დატოვა. შურისძიების მიზნით, გოგონამ საერთო ნაცნობს მიმართა და ჩენის ავტომობილი მისი დახმარებით ითხოვა.

პოლიცია არ აზუსტებს, თუ რა სასჯელი ელის დამნაშავე წყვილს, თუმცა ფაქტია, რომ თავს ადვილად ისინი ნამდვილად ვერ დააღწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები