LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს – ქართული ავიაკომპანიის შეთავაზება მგზავრებს

103

”შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მოგზაურობა კი აქტიური ცხოვრების შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია”, – ამის შესახებ ქართულ ავიაკომპანიაში აცხადებენ.

Georgian Airways-ი მომხმარებელს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს (როგორც თვითმფრინავის ბორტზე, ასევე აეროპორტში გადაადგილებისას).

”წინასწარ, არა უგვიანეს 72 საათისა, შეგვატყობინეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რათა დროულად მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობისა და დამხმარე პირების მობილიზება. 

დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, ხელ ბარგთან ერთად, შეგიძლიათ თან იქონიოთ შშმ პირების სავარძელი, ყავარჯენი, საყრდენი ჯოხი, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები.

სამედიცინო დოკუმენტი არ არის აუცილებელი, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ აეროპორტში გადაადგილებისა და თვითმფრინავში ჩასხდომის დროს გსურთ ავიაკომპანიისგან დამატებითი მომსახურება. ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად”, – ნათქვამია ავიკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g