LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ: პაატა იმნაძე

3868
BeFunky-collage (6)

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები და ბიზნესმენები ვერ მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თვითონ უნდა აკონტროლონ, სახელმწიფოს ისევ მოუწევს ზომების გამკაცრება.

“მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები”, – განაცხადა იმნაძემ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ შეზღუდვები შემსუბუქდება, ეს უნდა იყოს უმნიშვნელო, მინიმალური შემსუბუქება მკაცრი კონტროლის თანხლებით.

„მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას “გუგლი” ანგარიშობს – ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ახლა მთავარია, დიდმა ჯგუფებმა შორს არ იარონ, უცხო ადამიანები ერთმანეთს იშვიათად შეხვდნენ. ამ ეტაპისთვის, მობილობა ჯერჯერობით გაზრდილი არ არის. გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა – 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა. კიდევ დავაკვირდებით… ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.”- განაცხადა იმნაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g