LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეზღუდვების შემსუბუქება გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ”: კომენდანტის საათი ძალაში რჩება

112
93610577-1654510788020152-4786754975675973632-o

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ. მისი განმარტებით, რეგულაციების შემსუბუქება შესაბამისი ორგანოების მიერ მკაცრი რეგულაციების დაცვით განხორციელდება, თუმცა ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან აუცილებელი და სავალდებულო წესები. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი არ უნდა აღიქვას, როგორც ვირუსზე გამარჯვების პროცესი.

“შემსუბუქების მოხსნა განხორციელდება ყველა შესაბამისი ორგანოების რეგულაციების მკაცრი დაცვით. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა წესი და ეს მოქალაქეებმა არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდზე გამარჯვება. ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქება”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დაწესებული ზომების შემსუბუქება არ შეეხება იმ რეგიონებსა და ქალაქებს, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული. შემსუბუქება ასევე არ შეეხება კომენდანტის საათს და აღნიშნული რეგულაცია ისევ ძალაში რჩება.

რაც შეეხება საქართველოს 4 დიდ ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ გამონაკლისის სახით მხოლოდ 2 დღით – დღეს და ხვალ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაიშვება და ამით მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნდნენ.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მიხედვით განისაზღვრება მთავრობა სამომავლოდ რა ზომებს მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში ჩიქოვანი არ გამორიცხავს ზომები კვლავ გამკაცრდეს.

“მთავრობის გეგმა არის თანმიმდევრული. ეპიდსიტუაციის ფორმის შესაბამისად არ გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში კვლავ ამოქმედდეს მკაცრი შეზღუდვები”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g