კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TechSkills Bootcamp 2024 ჩატარდა.
ხუთდღიანი ბანაკი, რომელსაც ბაკურიანმა უმასპინძლა, მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგ კურსებსა და ვორქშოპებს და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების Web და Mobile Development ტექნოლოგიებით დაინტერესებას.
ბანაკში მონაწილეობა მიიღეს 15-19 წლის ახალგაზრდებმა. ბანაკის მონაწილეებთან მუშაობდნენ მენტორები, მოწვეული ტრენერები და გუნდის ლიდერები.
დემო დღეზე მონაწილეებმა საკუთარი იდეების პრეზენტაციები წარადგინეს. საუკეთესო ორ იდეას გადაეცა თემატური პრიზები ბანაკის სპონსორი კომპანიისგან „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“.