LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

129
შიდა ქართლის რწმუნებული - ლევან ხარაბაძე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

„პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს…

Posted by საქართველოს მთავრობა on Wednesday, 20 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები