LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით საღამოს კაფეები და რესტორნები გადაჭედილი იყო: პაატა მანჯგალაძე

53
პაატა მანჯგალაძე

შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით საღამოს კაფეები და რესტორნები გადაჭედილი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ “ქართული ოცნების” აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ადამიანები არ არიან ცხვრის ფარა, რომ აქეთ-იქით წაიყვანონ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა არ გაკვირვებია, რადგან ამისთვის ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

“ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები რომ იყოს, შავი ფულის მასა რომ არ იყოს და საჯარო მოხელეებს შიში არ ჰქონდეთ, დამერწმუნეთ, “ქართული ოცნება” გუშინ შეკრებულ ადამიანებშიც წააგებდა არჩევნებს, რადგან არაფერი გააკეთა ისეთი, რის გამოც მესამე ვადით აირჩევდნენ. აქციის ჩატარების უფლება “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, აქვს, ყველას აქვს, მაგრამ შენ დაქვემდებარებულ ადამიანს აქციაზე წასვლას რომ აიძულებ, რომ სამსახურიდან არ გაათავისუფლონ, არასწორია, ეს ხდებოდა წინა მთავრობის დროსაც, ეს არ არის “ქართული ოცნების” ნოუ-ჰაუ. ადამიანები არ არიან ცხვრის ფარა, რომ აქეთ-იქით წაიყვანონ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g