LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც სახელმწიფოს უნდა ესაუბრო“ – პაპუაშვილი წითლიძეს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

134
პაპუაშვილი და ანი წითლიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატი, ანა წითლიძე მოინახულა და კიდევ ერთხელ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილმა წითლიძის თანაგუნდელებს მიმართა, მათაც დაარწმუნონ დეპუტატი, შეწყვიტოს პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ესაუბრა ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ მდგომარეობა მისულია იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე შეიძლება წითლიძის ჯანმრთელობა შეუქცევადად დაზიანდეს:

„მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა.

მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა..

შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე უკვე მე-12 დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და გადარჩენის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს.

არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, მხნედ ვარ, მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას, გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ – ანა წითლიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g