LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობა სააკაშვილის უფლებაა, რაც შეეხება ტელევიზორს, თუ უნდათ, ნათესაობამ მიუტანოს: ირაკლი ზარქუა

80
ირაკლი ზარქუა

საკაშვილს ტელეფონით სარგებლობა იგივე გრაფიკით შეუძლია, როგორც დანარჩენ პატიმრებს, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, “მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება.

ზარქუა მესამე პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნისნა, რომ შიმშლობა სააკაშვილის უფლებაა.

“უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტოს სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს” – აცხადებს ზარქუა.

მისი განცხადებით, სააკაშვილი ნახავდა განსხვავებას, თუ რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

“რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული. თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს” – აცხადებს ზარქუა.

მისი თქმით სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება,”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g