მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მის მოსანახულებლად გვიან ღამით შეუშვეს. ექიმის განცხადებით, სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასტაბილურებულია.
როგორც მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
„ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა. შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა ველოდოთ კარგ შედეგს, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.