LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობის მე-14 დღე – მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო

77
მიხეილ სააკაშვილი

შიმშილობის მე-14 დღე – მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე სამუშაო პროცესი კონფიდენციალურია.

“იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს თანამშრომლობა, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ომბუდსმენთან. ბუნებრივია, რომ ამის საფუძველზე იკრიბება საკმარისი ინფორმაციები იმის გასაცხადებლად, რომ ამ წუთას რაიმე რისკებზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის. გავაგრძელებთ ძალიან ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობას, რომ ჩვენ ჩვენი მანდატების ფარგლებში მაქსიმალურად სტაბილურად, კარგად შევძლოთ კონტროლზე გვქონდეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ზედმიწევნით მაღალ დონეზე იყოს დაცული ყველა უფლება, რომელიც კანონმა მიანიჭა ბატონ სააკაშვილს,“ – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები