შიმშილობის მეორე დღე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება.
სტუდენტების ნაწილისთვის მიუღებელია ფაქტი, რომ უნივერსიტეტის რექტორი მძიმე ბრალდებების გამო წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი. ისინი დავით გურგენიძის გადადგომას მოითხოვენ.
რაც შეეხება რექტორის პოზიციას, გურგენიძე აცხადებს, რომ მისი ნასამართლეობა გაბათილებულია და ძიება მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიმდინარეობს.