LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაარსით ლიდერი საქართველოს სამწუხაროდ არ ჰყავს, დავივიწყოთ რაღაც გოიმური ურთიერთობები – თემურ ჭყონია

283
5eca188a0bbba

დავივიწყოთ რაღაც გოიმური ურთიერთობები, გადავკეთდეთ, გადაკეთდა მთელი მსოფლიო და ჩვენც შევიცვალოთ. არ შეიძლება დავემსგავსოთ გმირებს? შეიძლება!, – ამის შესახებ თემურ ჭყონიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

ცნობილმა ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რომ დაივიწყოს წარსული და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობები დაალაგოს.

„ზელენსკიმ ურთიერთობა ევროპასთან ისეთ დონეზე ასწია, რომელიც ძალიან მიძინებული იყო. ისე გაააქტიურა ურთიერთობები. უდიდესი პატივისცემა ჩემგან ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ვთხოვთ, რომ ბატონო ირაკლი, მიმართეთ ბატონ ზელენსკის, დაუმეგობრდით, დაამყარეთ კავშირი, შევიცვალოთ. პარლამენტმა თავისი პოზიცია შეიცვალოს, მოიწვიოს ზელენსკი გამოსვლაზე. აწეულია თამასა და ჩვენ ამ მოვლენებს არ უნდა ჩამოვრჩეთ. საზოგადოების, ჩვენ წინაშე ხართ ვალდებული. მე თქვენი მტერი კი არა ვარ, თქვენი მეგობარი ვარ და მინდა თქვენ ასწიოთ თამასა იმ დონეზე, რა დონეზეც ზელენსკიმ ასწია და ჩვენ ვიქნებით უკრაინის დონეზე, ან შეიძლება უფრო გავასწროთ. ხანდახან ჩვენ გასწრება გვიყვარს. ამიტომ გთხოვთ, სხვანაირად მიუდგეთ. დავივიწყოთ წარსული. დავივიწყოთ რაღაც გოიმური ურთიერთობები, გადავკეთდეთ, გადაკეთდა მთელი მსოფლიო და ჩვენც შევიცვალოთ. არ შეიძლება დავემსგავსოთ გმირებს? შეიძლება”, – განაცხადა ჭყონიამ.

მან სანქციების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც არ შეუძლია რუსეთს რამე სანქცია დაუწესოს, მაგრამ დიპლომატიური ენით შესაძლებელია სანქციების გვერდში დგომა. „დიპლომატიური ენით უნდა ეპასუხათ. ყველაფერს დიპლომატიური ცოდნა უნდა“, – ამბობს თემურ ჭყონია. ცნობილი ბიზნესმენი იქვე დასძენს, რომ შანსი არ აქვს საქართველოს გადარჩეს მარტო ქართული მენტალიტეტით, ამიტომ, ინტეგრირებული უნდა იყოს იმ ცვლილებებში, რაც მსოფლიოში ხდება.

ქართველმა ბიზნესმენმა ლიდერის ყოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უკრაინას ჰყავს ზელენსკი, დიდ ბრიტანეთს ბორის ჯონსონი, აშშ-ს ბაიდენი, საქართველოს კი სამწუხაროდ, ლიდერი არ ჰყავს. „შინაარსით ლიდერი საქართველოს, სამწუხაროდ, არ ჰყავს. ზელენსკიმ დაამტკიცა რომ პოლიტიკას და მსოფლიოს მართავენ ლიდერები“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g