LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

63
1

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე.

პოპულალურები