LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

ნარკოტიკები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა, რომელთა ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“ ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g