LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაური ცხოველი ბავშვის დაავადების რისკს ამცირებს

130

სახლში შინაური ცხოველების ყოლა ბავშვებში  ასთმით დაავადების რისკს ამცირებს. დასკვნა მეცნიერებმა შვედეთში  2001-დან 2010 წლის პერიოდში დაბადებული მილიონობით ბავშვის ანალიზებზე დაყრდნობით გააკეთეს. შვედეთში ყველა ოჯახი ვალდებულია, ოფიციალურად დაარეგისტრიროს შინაური ცხოველი.

ამას გარდა, ქვეყანაში ფიქსირდება ყველა ვიზიტი ექიმებთან და მათ მიერ გაცემული ცერეპტები, ასე რომ მკვლევარების მიერ წარმოდგენილ მასალის ობიექტურობაში და სარწმუნოობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ.

 

„ბავშვები, რომლებიც ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, 2ჯერ იშვიათად ავადობენ ასთმით, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ცხოველებისგან მოშორებით ცხოვრობენ. ის ბავშვები, რომლებიც იბადებიან ოჯახში, სადაც ძაღლი ჰყავთ, ასევე ძალიან იშვიათად არიან ასთმისადმი მიდრეკილები – ასეთ შემთხვევებში დაავადების რისკი 15%-ია,“-  ამბობენ სპეციალისტები.

აღნიშნულმა მონაცემებმა მხოლოდ დაადასტურა უფრო ადრე ჩატარებული კვლევების შედეგი.

„ჩვენი კვლევის შედეგები ამყარებს „ჰიგიენურ ჰიპოთეზას“, რომლის თანახმად ბავშვებს, რომლებიც „სტერილურ“ გარემოში იზრდებიან, შემდეგში მეტი შანსი აქვთ, იყვნენ ალერგიულები,“ – ამბობს ექიმი ტუვე ოსენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g