LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

52
1

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა.

დღეს, მთავრობის ინიციატივითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს: სალომე ზურაბიშვილი

როგორც პრემიერ-მინისტრმა წალკაში “ქართული ოცნების” წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენის დროს განაცხადა, ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა და ამით სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი აჩვენა:

“შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას.

ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს.” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ, ეს დღე გვარწმუნებს – არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის.

“11 აგვისტო შინდისის ბრძოლის იმ 17 გმირის დღეა, ვინც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს.
ეს დღე გვარწმუნებს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის.

მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე.” – წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.