რამდენიმე დღის წინ, ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ოკონორმა ”ფეისბუქზე” განათავსა ვიდეო, სადაც აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც დეპრესიით იტანჯება. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. იგი ამტკიცებს, რომ როდესაც მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ გაიგეს, ახლობლებმაც ზურგი აქციეს.
ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შინეიდის მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა მალევე მიაშურეს სასტუმროს, სადაც ჩანაწერი გაკეთდა. ცნობილია, რომ მალევე ამ ამბის შემდეგ, ოკონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე 50 წლის ვარსკვლავი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.