მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე რიონის ხეობაში წყლის ჭავლის შეყვანასა და პოლიციელების განსაკუთრებულ მობილიზებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებელს უწოდებს.
“ვიდრე არ გაგვიშვებენ ვიქნებით ამ ადგილზე” – რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს
“შემაშფოთებელია რიონის ხეობაში პოლიციის და საპოლიციო ტექნიკის მობილიზება. ეს არის თქვენი დიალოგი და საჯაროობა? შიშველ ხელებიან საკუთარ ხალხს გინდათ მოერიოთ ამ ჯართით?!”- წერს ანა დოლიძე.
საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანები სოფელ გუმათთან დაახლოებით 150 მეტრში დგას.
შეგახსნებეთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას მართავენ.