LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შკოდამ“ კლემენტი – ერთობ უჩვეულო ელექტროველოსიპედი წარადგინა

220
skoda-klement-TXPg

შკოდამ ელექტროველოსიპედზე მუშაობა დაასრულა და სიახლე საერთაშორისო გამოფენა Eurobike-ზე წარადგინა.  ავტომწარმოებლის კლემენტი სულ რაღაც 25 კგ-ს იწონის და 45 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ველოსიპედი 4 კილოვატიანი ძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 60 კილომეტრამდე მანძილს გადის, რაც ასევე ძალიან კომფორტულია.

ინოვაციური სიახლე ტრადიციული ველოსიპედისგან ვიზუალით განსხვავდება. მაგალითად, მას არ აქვს საჭე და მის ნაცვლად პატარა ღილაკებით იმართება. ღილაკებითვე ირთვება განათება და ხმოვანი სიგნალები.  გარდა ამისა, ეკოლოგიური ტრანსპორტი სმარტფონსაც მარტივად უკავშირდება და ენერგიის მარაგის შესახებ ინფორმაცია ეკრანზე გამოისახება.

წინასწარი ვარაუდით, ელექტროველოსიპედის ფასი 3 ათას ევრომდე იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g