LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შობა თეთრ სახლში: მელანია ტრამპი მაიკლ კორსის ძვირადღირებულ პალტოში

melania

თეთრ სახლში, საშობაო ნაძვის ხის ყოველწლიური მიღების ცერემონია გაიმართა, რომელიც ადმინისტრაციამ პირდაპირ ეთერში გაუშვა.

სადღესასწაულო, ექვს მეტრიან ნაძვის ხეს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე თეთრი სახლის ეზოში დახვდნენ.

მელანია ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულო ფერებში გამოეწყო, იმისთვის რომ ახალი წლის ატმოსფერო შეექმნა.

მელანიამ ამ დღისთვის მაიკლ კორსის წითელ ფერში გადაწყვეტილი კუბოკრული პალტო შეარჩია. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მისის ტრამპმა მის საყვარელ კრისტიან ლაბუტინს არც ამ შემთხვევაში უღალატა.