აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში შობის ღამეს ყაჩაღობა მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აბაშაში 80 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს.
მუხუცი სახლში მარტო იმყოფებოდა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა მოხუცებულს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს, სახლიდან 500 ლარი წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.