შობის ღამეს სადღესასწაულო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ღამისთევის მსახურება დღეს 23 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებლური ეკლესია შობას 7 იანვარს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევის მსახურება აღევლინება.