LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოიგუ მოითხოვს რუსეთში ზელენსკის მონაწილეობით ფილმები აღარ აჩვენონ: Insider

228
BeFunky-collage (10)

რუსეთს თავდაცვის მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით ფილმების ჩვენების შეწყვეტა მოითხოვა.

ამის შესახებ გამოცემა The Insider, რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიამოვასთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით წერს. დამადასტურებელი ფაქტი გამოცემას კულტურის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.

ამ წერილის მიხედვით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ფარგლებში ხდება ქვეყნის ხელისუფლების და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების მხარდამჭერი პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ღონისძიებების რეალიზაცია“ და ამ ფონზე „რუსეთის მედიასივრცის კულტურულ სექტორში გრძელდება ფილმების და სატელევიზიო გადაცემების ჩვენება ზელენსკის მონაწილეობით“.

ამავე კონტექსტში მოხსენიებულია უკრაინელი მედიამენეჯერის, ალექსანდრ როდნიანსკის პროექტები.

წერილის თანახმად,მითითებულ პირთა პოპულარიზაცია არსებულ პირობებში ხელს არ უწყობს ქვეყნის ხელმძღვანელობის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას“, ამიტომ ზელენსკი და როდნიანსკი „რუსეთის ფედერაციის კულტურული დღის წესრიგიდან უნდა გაირიცხონ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g