მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში „განზრახ“ ნელდება.
როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი არის ის რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აიცილოს.
„მცხოვრებლებმა მიმდებარე დასახლებები რომ დატოვონ, დუმილის რეჟიმებია გამოცხადებული და ჰუმანიტარული დერეფნები იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ეს კეთდება მიზანმიმართულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.“– განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია: სერგეი შოუგუ