“თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ.” – აცხადებს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო და აღნიშნავს, რომ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა მომავალში ეს აღარ განმეორდეს.
ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, ჩაატროს სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიება, რათა მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება და ისინი პასუხისმგებლობაში მისცენ:
“შოკირებული ვარ გუშინ თბილისში, ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო და მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაზე და უნდა იქნას გამოყენებული ყველა საშუალება, რომ ეს აღარ განმეორდეს.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად და მათ პასუხისგებაში მისაცემად.” – აცხადებს ტერეზა რიბეირო.
ის ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს გამოძიება ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ყველა სხვა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, აკვირდება მედიასაშუალებებთან დაკავშირებულ მოვლენებს ეუთო-ს წევრ 57 სახელმწიფოში. ის გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ წინასწარ შეფასებებს აქვეყნებს და გასცემს რეკომენდაციებს მედიის თავისუფალი და გამჭვირვალე ფუნქციონირებისთვის.