LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო… სოლიდარობას ვუცხადებთ შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

205
საგარეო საქმეთა სამინისტრო

„შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო“ – ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა“ – ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი

მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g