LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადი სპაზმური ხველის დროს წამალზე უკეთ მოქმედებს – უახლესი კვლევა

1032
chokolatesx

კარგი სიახლე შოკოლადის მოყვარულებისთვის. აღმოჩნდა, რომ შოკოლადი არა მხოლოდ განწყობას აუმჯობესებს, არამედ ფანტასტიკური საშუალებაა სპაზმური ხველის მოსახსნელად.  კვლევის შესახებ გამოცემა The Sun წერს. საუბარია შავ შოკოლადზე, რომელზეც კვლევა იორკშირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევაში 163-მა მოხალისემ მიიღო, რომლებსაც სპაზმური ხველა აწუხებდათ. კვლევის მონაწილეები ორ ნაწილად დაყვეს. პირველი ჯგუფი იღებდა ხველის საწინააღმდეგო სიროფს, ხოლო მეორე ჯგუფი პრეპარატს, რომელიც შავი შოკოლადის ინგრედიენტებზე იყო დამზადებული. აღმოჩნდა, რომ შოკოლადის მიღების შემდეგ, ხველა საგრძნობლად შემცირდა.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ შოკოლადი ამშვიდებს ყელის ლორწოვან გარსს და ქმნის დაცვით მექანიზმს ნერვული დაბოლოებებისთვის, რაც თავის მხრივ ხველის რეფლექსს ახშობს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ყველაზე ეფექტური ამ დროს შავი შოკოლადია, რომლის შემადგენლობაშიც კაკაო 70 პროცენტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g