LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადი სტრესს ამცირებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს

180

შოკოლადი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. აღმოჩნდა, რომ შოკოლადის, ყავისა და ჩაის რეგულარულად მირთმევა დაბერების პროცესს ანელებს. როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ეს პროდუქტები სტრესის შესამცირებლად უებარი წამალია. სტრესი კი დღესდღეობით ყველა პრობლემის, მათ შორის კიბოსა თუ ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის მთავარი მიზეზია. შოკოლადი, ღვინო, ყავა თუ ჩაი უამრავ რელაქსანტს შეიცავს და ამიტომ მათი დოზირებულად მირთმევა დამღლელი დღის ფონზე აუცილებელიც კია.

მკვლევართა ნაწილი, შოკოლადს ისეთ ნარკოტიკსაც ადარებს, რომელსაც ორგანიზმისთვის ნაკლები ზიანი მოაქვს, თუმცა, საკმაოდ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. შოკოლადის რძეს კი იგივე თვისებები აქვს, რაც სხვადასხვა სპორტულ დანამატს და მისი მიღება ინტენსიური ვარჯიშის დროს ძალიან სასარგებლოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები